მსოფლიოს დიდი ოთხეულიდან მესამე ნავთობკომპანიების სერვისის მიმწოდებელი Baker Hughes რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს. ამის შესხებ ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
„ჩვენ ვაკვირდებოდით ვითარებას და დღევანდელი განცხადება კომპანიის შიდა გადაწყვეტილებაა, რომელიც დირექტორთა საბჭომ მიიღო“, - განაცხადა Baker Hughes გენერალურმა დირექტორმა ლორენცო სიმონელიმ.
„დიახ, კომპანია აჩერებს ახალ ინვესტიციებს და ოპერაციებს აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა Baker Hughes ხელმძღვანელმა.
ნავთობკომპანიების სერვისის მიმწოდებელი კომპანიების მსოფლიო ოთხეულშია - Baker Hughes (BHI), Halliburton (HAL), Schlumberger (SLB) and Weatherford International (WFT),
ეს კომპანიები მუშაობენ ჭაბურღილებზე, რემონტზე, კვლევასა და ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე. ასევე ემსახურებიან ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს.